ევროპის ჩემპიონატზე კუხალაშვილმა საქართველოს რეკორდი დაამყარა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატზე კუხალაშვილმა საქართველოს რეკორდი დაამყარა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 2022 წლის ევროპის საწყლოსნო სახეობათა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა კუხალაშვილმა 100 მ. თავისუფალი ყაიდაზე საკვალიფიკაციო გაცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა შედეგით 0:50.90 , გააუმჯობესა რა დავით აბესაძის მიერ 2021 წელს ნაჩვენები დრო(0:51.33).

ლუკას პირადი საუკეთესო შედეგი ამ დისტანციაზე 0:51:49 წამს შეადგენდა. კუხალაშვილმა მისთვის სარეკორდი (50-მეტრიან აუზზე) 782 ფინას ქულაც მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი მოცურავე, რომელმაც 100-მეტრიანი დისტანცია 51 წამზე ნაკლებ დროში დაფარა.

ლუკასთვის 50-მეტრიან აუზზე დაფიქსირებული შედეგი საქართველოს პირველი რეკორდია. 

საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„28 დღე კომაში ვიყავი... გადარჩენის შანსი 1% იყო“ - მაისაშვილი World Rugby-ს ესაუბრა
„28 დღე კომაში ვიყავი... გადარჩენის შანსი 1% იყო“ - მაისაშვილი World Rugby-ს ესაუბრა