ლერი ნეფარიძე
Aa
Aa

ლერი ნეფარიძის ოქრო ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატზე

ძალოსნობაში, ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატზე ლერი ნეფარიძემ (61 კგ.) ოჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნეფარიძემ ატაცში სამივე ცდა 94/97/98 წარმატებით გამოიყენა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 115/118 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეპატრონა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 221 კილოგრამი ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ნეფარიძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა აკვრასა და ორჭიდში ხუთ-ხუთი კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდები.

საქართველოს 15-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაურია, ნეფარიძის პირადი მწვრთნელი გიორგი გაბრიჭიძეა, ნაკრები გუნდის მწვრთნელები ბეჟან ჭიჭინაძე და დავით ხარატაშვილი არიან ფიზიოთერაპევტი კი რუსლან ღიბრაძე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატზე კუხალაშვილმა საქართველოს რეკორდი დაამყარა
ევროპის ჩემპიონატზე კუხალაშვილმა საქართველოს რეკორდი დაამყარა