ანდრეას კრისტენსენი, რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ფრანკ კესი
Aa
Aa

ბარსელონამ ლევანდოვსკი, კესი, რაფინია და კრისტენსენი დაარეგისტრირა

„ბარსელონამ“ გუნდის ახალწვეულების დარეგისტრირება დაიწყო. ლა ლიგის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ბლაუგრანას“ ფეხბურთელთა შორის ანდრეას კრისტენსენი, რაფინია, ფრანკ კესი და რობერტ ლევანდოვსკი დაარეგისტრირეს.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე საათის წინ, „ბარსელონამ“ მე-4 ეკონომიკური ბერკეტი გააქტიურა და Barca Studio-ს აქციების 24.5 პროცენტი გაყიდა. კატალონიელებმა სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო მიიღეს და დაიწერა, რომ ამ თანხიდან 30-40 მილიონია საჭირო, რათა კლუბმა ყველა ახალწვეული დაარეგისტრიროს.

Sport-ის ცნობით, „ბარსელონა“ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობის გაგრძელებასაც აპირებს. ბლაუგრანას“ მომდევნო სამიზნე მარკოს ალონსო გახლავთ და ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, კატალონიელები მის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაიხდიან. სხვათა შორის, ამ თემაზე ჩავიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გამორიცხული არაფერია.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს. 13 აგვისტოს, თბილისის დროით, 23:00-ზე, „ბლაუგრანა“ „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზუროსი: „შესანიშნავი გაკვეთილი მივიღეთ, ისრაელს დაუჯერებელი მატჩი ჰქონდა“
ზუროსი: „შესანიშნავი გაკვეთილი მივიღეთ, ისრაელს დაუჯერებელი მატჩი ჰქონდა“