ეკვადორი შესაძლოა მუნდიალიდან მაინც მოკვეთონ - ახალი ინფორმაცია ბაირონ კასტილიოზე
Aa
Aa

ეკვადორი შესაძლოა მუნდიალიდან მაინც მოკვეთონ - ახალი ინფორმაცია ბაირონ კასტილიოზე

Daily Mail-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ეკვადორის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მაინც არ მისცენ. ამის მიზეზი ბაირონ კასტილიოა. ამ უკანასკნელმა „ლა ტრის“ მაისურით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ბრიტანული გამოცემა ამტკიცებს, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა.

Daily Mail-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ კასტილიო კოლუმბიელია და ეკვადორის მოქალაქეობა არასდროს მიუღია. Daily Mail-ი იმასაც წერს, რომ ფიფას ამის შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენება, მაგრამ სურს, განაჩენის გამოტანა გააჭიანუროს, რათა მსოფლიო ჩემპიონატს ხელი არ შეეშალოს.

შეგახსენებთ, რომ კასტილიოს ეროვნებასთან დაკავშირებით, პირველად კითხვის ნიშნები ჩილეს ფეხბურთის ფედერაციას გაუჩნდა. ჩილელებმა ფიფას დოკუმენტები წარუდგინეს, რომლებშიც დასტურდება, რომ კასტილიო კოლუმბიაში დაიბადა. ამასთან, კასტილიო ოფიციალურად 23 წლისაა, მაგრამ ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ იგი სამი წლით უფროსია და რეალურად 26 წლისაა.

საინტერესოა, რომ ამ საკითხზე, ფიფამ განაჩენი უკვე გამოიტანა და განაცხადა, რომ „ლა ტრის“ მუნდიალზე თამაში შეეძლება, თუმცა ჩილე დანებებას არ აპირებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ესპანური პრესის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ისინი სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოსაც მიმართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად მალე დადასტურდება - თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიაში რჩება
ოფიციალურად მალე დადასტურდება - თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიაში რჩება