ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

პირველი მეტოქე ცნობილია - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს იწყებს

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ორშაბათიდან აშშ-ში, ცინცინატის მასტერსზე დაიწყებს ასპარეზობას. ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი იქნება.

ნიკას მეტოქე 27 წლისაა და ATP-ის რეიტინგში 72 ადგილს იკავებს. ჩოგბურთლები აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა. 2022 წლის 7 თებერვალს როტერდამის პირველობაზე გამართული მატჩი მაკდონალდმა 2 სეტში - 6:3, 6:2 მოიგო. ამავე წლის 25 მაისს, საფრანგეთის ღია პირველობაზე კი ამერიკელმა ბასილაშვილი კიდევ ერთხელ, ამჯერად 3 სეტში - 6:3, 6:1, 6:4 დაამარცხა.

ცინცინატის მასტერსზე პირველი წრის დაძლევის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ნიკას მეტოქე ესპანელი კარლოს ალკარაზი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ 11 გეიმი მოიგო - გორგოძის ბრწყინვალე თამაში რუმინეთში
ზედიზედ 11 გეიმი მოიგო - გორგოძის ბრწყინვალე თამაში რუმინეთში