ძალოსნობა, 17-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები
Aa
Aa

17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი: ნიკოლოზ ესართიამ 3 ოქროს მედალი აიღო

პოლონეთის ქალაქ რაშინში მიმდინარე 17-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოს ესართიამ ორივე ჩათვლაში დამაჯერებელი გამოსვლა აჩვენა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ატაცში 3-დან 2 მისვლა გამოიყენა. ქართველმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 135 კგ ასწია, მეორე მისვალზე კი 139 კგ დააფიქსირა, რაც მის წონაში ოქროს მედლის ასაღებად საკმარისი აღმოჩნდა.

ესართიამ ლიდერობა აკვრაშიც არავის დაუთმო. ქართველმა სპორტსმენმა სამ მისვლაზე 165, 170, 176 კილოგრამები ასწია და კიდევ ერთი მედალი აიღო, ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 315 კილოგრამით კი მესამე ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლერი ნეფარიძის ოქრო ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატზე
ლერი ნეფარიძის ოქრო ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატზე