ძალოსნობა
Aa
Aa

15-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: ქართველებმა კიდევ 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აიღეს

პოლონეთის ქალაქ რაშინში მიმდინარე 15-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედლები მოიპოვა.

96 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი აბულაძემ ატაცში 96, 99 და 101 კილოგრამების დაძლევით ბრინჯაოს მედალი აიღო, აკვრაში კი 121 და 129 კილოგრამები ასწია და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ახალგაზრდა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 230 კგ. დააფიქსირდა და აქაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

კიდევ ერთმა ძალოსანმა, ამჯერად უკვე 102 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი დარსაველიძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (107/111/113) და ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 140 და 144 კილოგრამების დაძლევით კი ასევე ვერცხლის მედალი აიღო. ორჭიდის ჯამში დარსაველიძემ 257 კგ. დააფიქსირა და ამ ჩათვლაშიც ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ამასთან, დარსაველიძემ საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში ქვეყნის სარეკორდო ზღვარი 3,  აკვრაში 9, ხოლო ორჭიდში 12 კილოგრამით გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლერი ნეფარიძის ოქრო ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატზე
ლერი ნეფარიძის ოქრო ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატზე