თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 20-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

20-წლამდე მოჭიდავეთა ევროპირველობა: 4 ბრინჯაოს შანსი საქართველოს დელეგაციას

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ჩვენი ქვეყნის სახელით, 16 აგვისტოს ბრინჯაოს მედლისთვის 4 მოჭიდავე იბრძოლებს.ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), ოთარ ადეიშვილმა (79 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ) ნახევარფინალური ბარიერის დაძლევა ვერ შეძლეს და რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლეს. გიგი ქურხულმა (70 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილისთვის საჭიდაოდ ორი შეხვედრა უნდა მოიგოს.

დღესვე, საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ჩაება ევროპის მოქმედი პრიზიორი ლუკა ჯანეზაშვილი (65 კგ), მაგრამ მერვედფინალში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები