გოგა ბითაძე
Aa
Aa

„ინდიანას სათამაშო სტილს არ ერგება“ - ბითაძე პეისერსს დატოვებს?

ამერიკელმა ჟურნალისტმა, სკოტ აგნესმა, რომელიც „ინდიანა პეისერსზე“ წერს, გოგა ბითაძეზე მოკლედ ისაუბრა. აგნესმა „პეისერსის“ გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა და ერთ-ერთი მათგანი „ინდიანას“ ქართველ ცენტრს ეხებოდა.

„წინასასეზონო ეტაპზე გოგას შესახებ საუბარი თითქმის არაა. პეისერსის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს თუ გავითვალისწინებთ, რომელთა მიუხედავად, ინდიანა ალბათ, მაინც პლეიოფს მიღმა დარჩება, ექნება თუ არა მას ამ გუნდში როლი თუ მისთვის ყველაფერი დასრულებულია“?

„გოგას ვესაუბრე და თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. ბითაძის ახალწვეულის კონტრაქტი მომდევნო სეზონის შემდეგ იწურება და არ მგონია, იგი ამ ფორმაციის ინდიანას სათამაშო სტილს ერგებოდეს. თანაც, პეისერსს აიზეია ჯექსონი და ჯეილენ სმიტი ჰყავს“.

შეგახსენებთ, რომ გასულ რეგულარულში გოგამ მონაწილეობა 50 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 7 ქულას, 3.5 მოხსნას, 1.1 ასისტს, 0.8 დაფარებასა და 0.4 ასისტს აგროვებდა. ცოტა ხნის წინ, Clutchpoints-მა იგი „სან ანტონიო სპურსს“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ გოგას პერსპექტივა ნამდვილად აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი ტყუილი კვარაცხელიაზე“ - Tuttonapoli ხვიჩაზე წერს
„დიდი ტყუილი კვარაცხელიაზე“ - Tuttonapoli ხვიჩაზე წერს