თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 20-წლამდე ნაკრები, 20-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი, ანდრო მარგიშვილი
Aa
Aa

პირველი ოქროს შანსი - ანდრო მარგიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

92 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარაზე ანდრო მარგიშვილმა ტურნირის ნახევარფინალში სომეხი სერგეი გარსიანი დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ირანელ მოჭიდავეს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალამდე მარგიშვილმა მეოთხედფინალში ამერიკელ სმიტს მოუგო, 1/8 ფინალში კი გერმანელი კირილ კილდაო გამოთიშა ასპარეზობას.

ანდრო მარგიშვილის გარდა, დღეს საჭიდაო ხალიჩაზე საქართველოს სახელით კიდევ ორი ფალავანი წარდგა.

74 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა ჩხიტუნიძემაც იასპარეზა. ახალგაზრდა ფალავას ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელ ჯაბრაილ გაძიევთან 5:2 დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

125 კგ. წონით კატეგორიაში ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს მერაბ სულეიმანაშვილი, რომელმაც 1/8 ფინალში ჯერ სომეხ ლიოვა გევორგიანს 13:11 მოუგო, 1/4 ფინალში კი ირანელ ამირეზა მასუმი ვალადისთან 4:14 დამარცხდა. ახალგაზრდა მოჭიდავე რეპეშაჟში ამერიკელ ნიკოლას ფელდმანს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი ხვალ, საქართველოს დროით 18:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები