თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 20-წლამდე ნაკრები, 20-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი, ოთარ ადეიშვილი
Aa
Aa

პირველი მედალი სოფიადან - ოთარ ადეიშვილი ბრინჯაოს დაჯერდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მედალი მოიპოვა.

79 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთარ ადეიშვილი ბრინჯაოს მედლის მლფობელი გახდა. ახალგაზრდა ფალავანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქი თალიპ ოვეცი დამაჯერებლად, 18:10 დაამარცხა.

ადეიშვილის გარდა, დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კიდევ სამ მოჭიდავეს ჰქონდა.

57 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა ღვინჯილია სამწუხაროდ ირანელ აჰმად მასუდთან უშანსოდ, 11:0 დამარცხდა. გიგი ქურხულმა (70 კგ.) გადამწვყეტი შეხვედრა ინდოელ მულაიმ იადავთან 12:2 დათმო. ლუკა ხუჭუამ (97 კგ.) კი ასევე ინდოელ ნირაი ნირაისთან ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა 18:10 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს დელეგაცია სამი მედლისთვის იბრძოლებს - 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს. ტურნირის ფინალში 92 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარაზე ანდრო მარგიშვილი გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გურეშიძის ბრინჯაო - ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულეს
გურეშიძის ბრინჯაო - ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულეს