მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

UFC-ის ლეგენდა: „მერაბ დვალიშვილი ალდოს დაამარცხებს“

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის ყოფილმა მფლობელმა, ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს ჩხუბზე ისაუბრა. სეხუდომ საკუთარი რჩეული დაასახელა და განაცხადა, რომ ბრძოლა „მანქანის“ გამარჯვებით დასრულდება.

„ეს ორი განსხვავებული სტილის დაპირისპირებაა. ერთი მათგანი წყალია, მეორე - ზეთი. ვინ არის წყალი და ვინ არის ზეთი? ზეთი მერაბია, რადგან იგი კონტრშეტევებზე ორიენტირებული მებრძოლია და ოქტაგონზე გასვლისას ყველაფერს ანადგურებს. მერაბს საუკეთესო ბაზა აქვს, რომელიც შეიძლება, ამ სპორტში გქონდეს და მას ჭიდაობა ჰქვია. შესაძლოა, ეს სანახაობრივი და ლამაზი არ იყოს, მაგრამ მერაბს შეუპოვრობას აძლევს, რომ არ გაჩერდეს და წინსვლა განაგრძოს.

ჟოზე ალდოს სერიოზული პრობლემები შეექმნება. მერაბი ალდოსთან დისტანციას შეამცირებს, სივრცეს წაართმევს და დარტყმების გაცვლის შემდეგ, თეიქდაუნის განხორციელებას შეეცდება. პარტერში გადაყვანის შემთხვევაში, მარჯვენა ხელით მაღლიდან შეუტევს და ალდოს აიძულებს, ფეხზე ასადგომად იმუშაოს, რის შემდეგაც, მორიგ თეიქდაუნს შეასრულებს. თუ პრესინგს განახორციელებ მებრძოლზე, რომელიც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონიდან, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ჩადის, მას სუნთქვა ძალიან გაუჭირდება, ეს კი მერაბის შანსებს ზრდის“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, უბრუნდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ბიჭი ბრწყინვალეა“ - კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ეს ბიჭი ბრწყინვალეა“ - კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა