მარკო ვან ბასტენი, ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

ვან ბასტენი: კრუიფს შერცხვებოდა ის, თუ როგორ ექცევა ბარსა დე იონგს

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა „ბარსელონა“ გააკრიტიკა. საქმე ეხება ფრენკი დე იონგთან არსებული სიტუაციას,

„ბარსა“ უკვე ორი თვეა ცდილობს, რომ ფრენკის ხელფასი შეუმციროს ან გაყიდოს. კლუბის გეგმებში ნიდერლანდელის მზარდი ხელფასი არ შედის, რომელიც წინა პრეზიდენტის ბართომეუს დროს არის გაფორმებული.

„ვფიქრობ, იოჰან კრუიფს შერცხვება იმის დანახვა, თუ როგორ ექცევა ბარსა დე იონგს. ჩემი აზრით, ბარსელონას ქმედებები მათ სტანდარტებზე ბევრად დაბალია”.

-  თქვა ნიდერლანდელმა Rondo-ს გადაცემაში, Ziggo Sport-ის ეთერში.

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ისიც არ გამორიცხა, რომ ფრენკის კონტრაქტის გამოძიება დაიწყოს და მისი ანულირებაც მოხდეს. საქმე ბართომეუს და მის უკანონო ხელშეკრულებებს ეხება.

ბოლო ინფორმაციით, დე იონგი ხელფასის შემცირებას კვლავ არ აპირებს და კლუბიდან წასვლის სურვილიც არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Scugnizzo Kvara - ხვიჩა Daily Mail-ის ყურადღების ცენტრში მოექცა
Scugnizzo Kvara - ხვიჩა Daily Mail-ის ყურადღების ცენტრში მოექცა