ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

The Athletic: სილვა წელს სიტიში დარჩება

ბერნარდუ სილვას სატრანსფერო საგა როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება. პორტუგალიელი ნახევარმცველი დიდი ალბათობით როგორც მინიმუმ ამ სეზონში კვლავ „მანჩესტერ სიტის“ მაისურით ითამაშებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა გადაწყვეტილება მიიღო და ამ სეზონში „სიტიში“ დარჩება.

სილვა ხვდება, რომ წელს მისი „ბარსელონაში“ გადასვლა ძალიან რთული იქნება. პირველ რიგში ფინანსურად, რადგან „სიტი“ მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს, კატალონიელები კი მაქსიმუმ 80 მილიონს ჩამოდიან.

გარდა ამისა, „ბარსელონას“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაციის ჩატარება მოუწევს, რომ ბერნარდუს მსგავსი ტრანსფერი განახორციელოს, შემდეგ კი ფეხბურთელი დაარეგისტრიროს. პირველ რიგში, დე იონგს, პიკესა და ბუსკეცს ხელფასები უნდა შეუმცირდეთ და შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელმა გუნდი უნდა დატოვონ.

სილვას ურთიერთობა გუარდიოლასთან და „სიტის“ ხელმძღვანელობასთან პოზიტიურია, რისი გაფუჭებაც არცერთი მხარის გეგმებში არ შედის. სილვა გუნდს სავარაუდოდ 2023 წლის ზაფხულში დატოვებს, თუ იქამდე რამე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა, რისი შანსიც ჯერჯერობით მცირეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ ორ კვირაში? ახლა ილაპარაკე“ - ნევილი რონალდუს აკრიტიკებს
„რატომ ორ კვირაში? ახლა ილაპარაკე“ - ნევილი რონალდუს აკრიტიკებს