ქართველთაგან მხოლოდ დაუშვილმა ითამაშა - აპოელი შვედეთში დამარცხდა
Aa
Aa

ქართველთაგან მხოლოდ დაუშვილმა ითამაშა - აპოელი შვედეთში დამარცხდა

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ნიქოზიის „აპოელი“ შვედეთში „დიურგორდენთან“ 0:3 დამარცხდა.

ქართველ ლეგიონერთაგან ამ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ ბუბა დაუშვილი იმყოფებოდა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. რაც შეეხება „აპოელის“ მეორე ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იმყოფებოდა, ხოლო ლაშა დვალი ჯერჯერობით კლუბის ევროსეზონის განაცხადში არ იმყოფება.

რაც შეეხება შეხვედრას, მატჩი მასპინძლებმა დიდი უპირატესობით ჩაატარეს და ეს ყველაფერი ტაბლოზეც აისახა - 3:0.

აღსანიშნავია, რომ 71-ე წუთზე შვედები კაცნაკლულნი დარჩნენ, თუმცა „აპოელმა“ ამით სარგებლობა ვერ შეძლო და განმეორებითი მატჩის წინ მომდევნო ეტაპზე გასვლის მიზერულ შანსებს ინარჩუნებს.

განმეორებითი შეხვედრა ნიქოზიაში 23 აგვისტოს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის სუპერლიგაში გააგრძელებს
ოფიციალურად - ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის სუპერლიგაში გააგრძელებს