კაზემირო
Aa
Aa

კაზემირო მანჩესტერს უახლოვდება - რეალმა ფასი დაასახელა

კაზემიროს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი ყოველი დღის შემდეგ სულ უფრო რეალური ხდება.

ამჯერად ცნობილი ესპანური ვებ გვერდი El Confidential-ი წერს, რომ მადრიდული კლუბი მზადაა 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბრაზილიელ საყრდენს შეელიოს.

„რეალი" ითვალისწინებს ბრაზილიელის ასაკს, რომელიც თებერვალში 31 წლის გახდება, ასევე ის ფაქტი, რომ ზაფხულში კლუბმა 80 (+ 20 ბონუსებით) მილიონი ევრო დახარჯა აურელინ ჩუამენის ტრანსფერში.

„მანჩესტერ იუნაიტედი" კაზემიროს ტრანსფერს სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მზადაა გააორმაგოს მისი ხელფასი, რომელიც ესპანეთში წელიწადში 7 მილიონ ევროს იღებს.

ფაბრიციო რომანო კი წერს, რომ უახლოეს საათებში კაზემირო კარლო ანჩელოტის პირისპირ შეხვდება და „იუნაიტედში“ ტრანსფერს განიხილავს. ბრაზილიელისთვის „წითელი ეშმაკების“ წინადადება მაცდურად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ კაზემირო „რეალში" 2013 წლიდან თამაშობს, კლუბთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
CBS Sports: რონალდუს ყიდვა მხოლოდ დორტმუნდს შეუძლია
CBS Sports: რონალდუს ყიდვა მხოლოდ დორტმუნდს შეუძლია