რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი ვარჯიშის დაწყებამდე ავტოგრაფის დარიგებისას გაქურდეს

დღეს, „ბარსელონამ“ ლა ლიგის მე-2 ტურში „სოსიედადთან“ მატჩის წინ მორიგი ვარჯიში ჩაატარა, რომლის დაწყებამდეც რობერტ ლევანდოვსკი გაქურდეს.

ლევანდოვსკი საწვრთნელ ბაზაზე მისვლისას წვიმაში ქომაგებთან მცირე ხნით შეჩერდა, რომ მათთვის ავტოგრაფები დაერიგებინა. პოლონელმა მანქანა რამდენიმე წუთით გააჩერა, რა დროსაც ერთ-ერთმა ადამიანმა კარი ნებართვის გარეშე გააღო.

ესპანური TV3 წერს, რომ პოლონელს ავტომობილიდან საათი მოჰპარეს, რომელიც 70 000 ევრო ღირდა.

რა თქმა უნდა, ინციდენტის შესახებ სამართალდამცავებს მალევე აცნობეს. ამჟამად მძარცველი უკვე დაკავებულია.

მეორე ესპანური გამოცემა Mundo Deportivo წერს, რომ ლევანდოვსკის არა საათი, არამედ ტელეფონი მოჰპარეს და ის ქურდს თავად დაედევნა, თუმცა უშედეგოდ.

ისიც იწერება, რომ დევნის მომენტში რობერტმა საკუთარი ავტომობილი დააზიანა და მცირე დაზიანებები თავადაც მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრაპატონი მოატყუა და ვიერი შეაცვლევინა - ინძაგის სახალისო ისტორია
ტრაპატონი მოატყუა და ვიერი შეაცვლევინა - ინძაგის სახალისო ისტორია