ილიას ზუროსი
Aa
Aa

ილიას ზუროსი: „მეორე ტაიმში კალათბურთი არ გვითამაშია“

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა საბერძნეთთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. ბერძენი სპეციალისტის თქმით, მასპინძლებმა დამსახურებულად იმარჯვეს და მის გუნდს მეორე ნახევარში კალათბურთი არ უთამაშია.

„საბერძნეთის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. მათ ჩვენზე უკეთ ითამაშეს და დამსახურებულად მოიგეს. როგორც ბერძენი, მათ ევრობასკეტზე წარმატებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, მაქსიმალურად შორს გავლენ. აქ საოცარი ატმოსფერო იყო და ჩვენს გუნდს ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. დიდი ხანი დაგვჭირდა, რათა სრული შემადგენლობით შევკრებილიყავით და მოსამატებელი გვაქვს.

ეს მატჩიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ხარისხი დაგვაკლდა, რათა მეტოქისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია. ზოგადად, მესამე მეოთხედში კონცენტრაციას ვკარგავთ ხოლმე და მესამე ათწუთეულში ჩვენი უკანახაზელები გააზრებულ გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ, როგორც ამას პირველ ტაიმში აკეთებდნენ. მეორე ნახევარში კალათბურთი არ გვითამაშია. რაღაც სხვა ვითამაშეთ და ესაა პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადავჭრათ. ტურნირი 3 მაღალი კალათბურთელით დავიწყეთ და ვმუშაობთ, რათა გოგა ბითაძემ თამაში შეძლოს. ჩვენი გუნდის გამო, ოპტიმისტური განწყობა მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა 21-დან მხოლოდ 2 სამქულიანს აგდებ, ვერავის დაამარცხებ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 67:80 დამარცხდა და მომდევნო შეხვედრას პოლონეთთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაზემირო მანჩესტერს უახლოვდება - რეალმა ფასი დაასახელა
კაზემირო მანჩესტერს უახლოვდება - რეალმა ფასი დაასახელა