კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„ის შეიძლება გუნდში „გაფუჭებული კვერცხი“ იყოს... გაუშვით რონალდუ"

„ასტონ ვილასა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გაბრიელ აგბონლაჰორმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედზე“ უარყოფით გავლენას ახდენს.

„ვფიქრობ, ის შეიძლება გუნდში „გაფუჭებული კვერცხი“ იყოს, რომელიც აღმშენებლობის გზაზე მყოფი იუნაიტედის გასახდელში სიტუაციას გააფუჭებს.

იუნაიტედში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებთანაც ის ალბათ საერთოდ არ ურთიერთობს. არსებობს ინფორმაცია, რომ ის დანარჩენებისგან განცალკევებით ზის. ალბათ ის და ფერნანდეში სხედან და პორტუგალიურად საუბრობენ. წარმომიდგენია როგორია ასეთ გასახდელში ყოფნა. გარემო ტოქსიკური იქნება.

მანჩესტერ იუნაიტედში რომ ვიმყოფებოდე, ვიფიქრებდი: „როდესაც ვმარცხდებით, ამაზე მხოლოდ რონალდუსთან უნდა ვისაუბროთ". გაუშვით კრიშტიანუ, გაიფორმეთ მეტი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშე“,

- ციტირებს აგბონლაჰორის სიტყვებს Football Insider-ი.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია. კრიშტიანუს სავარაუდო მსურველ კლუბთა სიიდან ყველა გამოირიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველები ევროტურნირებზე: ბუდუს ბენეფისი და სხვა
ქართველები ევროტურნირებზე: ბუდუს ბენეფისი და სხვა