კილიან მბაპე, ლიონელ მესი
Aa
Aa

არგენტინული დაჯგუფება უნდა დაიშალოს - მბაპეს მოთხოვნა პსჟ-ს

UOL Esporte-ს ცნობით, კილიან მბაპემ პსჟ-ში არგენტინული დაჯგუფების დაშლა მოითხოვა. ამ ეტაპზე უცნობია, მბაპეს მესის გუნდიდან წასვლა სურს თუ არა, თუმცა ზაფხულში პსჟ-სთან გაფორმებული ახალი კონტრაქტი ფეხბურთელის გავლენას მნიშვნელოვნად ზრდის.

UOL Esporte-ს ცნობით, მბაპეს პოზიციიდან გამომდინარე, კლუბი ანხელ დი მარიამ დატოვა, ხოლო ლეანდრო პარედესის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. პარედესის წასვლის შემდეგ პსჟ-ში ორი არგენტინელი ფეხბურთელი რჩება: მაურო იკარდი და ლეო მესი.

მიმდინარე კვირაში TNT Sports-ი იუწყებოდა: როდესაც ფრანგი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დათანხმდა, მას დაპირდნენ, რომ გუნდი მასზე ითამაშებდა და კილიანი ლიდერის როლს მოირგებდა. გუნდმა ეს ცუდად მიიღო და ამჟამად მბაპე თავს გარიყულად გრძნობს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიგა 1-ის მე-2 ტურის შეხვედრაში „მონპელიეს“ წინააღმდეგ პირველი ნახევრის შემდეგ (5:2), მბაპეს გუნდელებთან დაძაბული საუბარი ჰქონდა, რაშიც სამწვრთნელო შტაბის წევრებს ჩარევა მოუწიათ.

შეგახსენებთ, ზაფხულში გაფორმებული ახალი კონტრაქტის მიხედვით, მბაპეს უფლება აქვს, მწვრთნელის შერჩევის პროცესში წვლილი შეიტანოს და თანაგუნდელების მომავალთან დაკავშირებით, სათქმელი ჰქონდეს. გამომდინარე აქედან, გუნდის მომავალი ფაქტობრივად მის ხელშია, მის სიტყვას კლუბის გადაწყვეტილებებში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

მბაპეს ''მონაკოში'' 2015-17 წლებში უთამაშია, 2017 წლიდან პარიზული კლუბის ღირსებას იცავს. მან ლიგა 1 ოთხჯერ მოიგო, 2019-20 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ''ბაიერნთან'' დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლინსმანი: მუნდიალის ფავორიტები არგენტინა და ბრაზილია არიან
კლინსმანი: მუნდიალის ფავორიტები არგენტინა და ბრაზილია არიან