კარლო ანჩელოტი, კაზემირო
Aa
Aa

"კაზემირომ წასვლა გადაწყვიტა" - ანჩელოტიმ დაადასტურა

კაზემიროს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია. ბრაზილიელი მალე ინგლისში გაემგზავრება.

რამდენიმე წუთის წინ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კაზემირო გუნდს ტოვებს:

„მე ველაპარაკე კაზემიროს. მას სურს კარიერაში ახალი გამოწვევა სცადოს. ჩვენ გვესმის მისი გადაწყვეტილების.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მან მადრიდის რეალის დატოვება გადაწყვიტა“.

- ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

მოსალოდნელია, რომ „იუნაიტედი“ 60 მილიონ ევროს გადაიხდის, მადრიდელები კიდევ 10 მილიონ ევროს ბონუსების სახით მიიღებენ.

კაზემიროსთან კონტრაქტი 4 წლით გაფორმდება და კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ოფცია იქნება გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაცკე: რონალდუ? იდეა მიმზიდველია, მაგრამ ეს თემა უნდა დავხუროთ
ვაცკე: რონალდუ? იდეა მიმზიდველია, მაგრამ ეს თემა უნდა დავხუროთ