ანტონიო კონტე, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელმა 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო - კონტე ჯარიმას გადაიხდის

პრემიერ ლიგის გასული ტურის ლონდონური დერბი, რომელშიც ერთმანეთს „ტოტენჰემი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ, ინციდენტით დასრულდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, ანტონიო კონტესა და ტომას ტუხელს შორის კონფლიქტი მოხდა, რაზეც პრემიერ ლიგამ გამოძიება დაიწყო.

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა სასჯელი, რომელიც იტალიელმა და გერმანელმა სპეციალისტებმა მიიღეს. ტუხელს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 35 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა დაეკისრა, ხოლო კონტე სერიოზულ სასჯელს გადაურჩა და მხოლოდ 15 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.

რა თქვა მატჩის შემდეგ კონტემ

„არბიტრმა წითელი ბარათები გვიჩვენა, თუმცა მომენტის დინამიურობა ვერ გაიაზრა. ყველაფერი რიგზეა და თუ პრობლემა არსებობს, ეს მხოლოდ მე და ტუხელს შორისაა, სხვას არ ეხება. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარი არ მინდა. არსებობს კადრები და ეს ყველამ ნახა. პასიური არ ვყოფილვარ, აგრესიას აგრესიით ვპასუხობ“.

რა თქვა მატჩის შემდეგ ტუხელმა

„ვფიქრობდი, რომ ხელის ჩამორთმევისას ერთმანეთს შევხედავდით. მან განსხვავებულად იფიქრა. ჩვენ მივიღეთ წითელი ბარათები, ეს არ იყო აუცილებელი, მაგრამ ბევრი რამ არ იყო აუცილებელი, არბიტრმა თამაშის მიმდინარეობისას ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მათ მიერ გატანილი არც ერთი გოლი არ იყო ჩასათვლელი. მსაჯი ბევრ ეპიზოდში შეცდა, გამარჯვებას  ჩვენ ვიმსახურებდით. პირველი გოლისას კაი ჰავერცზე ჯარიმა იყო, მეორე გოლისას კი რიშარლისონი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადესანიას პროგნოზი - UFC-ის ჩემპიონმა მერაბის წაგებაზე დიდი თანხა დადო
ადესანიას პროგნოზი - UFC-ის ჩემპიონმა მერაბის წაგებაზე დიდი თანხა დადო