ილიას ზუროსი
Aa
Aa

ზუროსი: „პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ“

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა „აკროპოლისის თასის“ ბოლო შეხვედრა შეაფასა. ჩვენი გუნდი პოლონეთთან დამარცხდა და ზუროსის თქმით, ნაკრებში წარმოქმნილი პრობლემები ექსპერიმენტებმა განაპირობა.

„აკროპოლისის თასზე ასპარეზობა დავასრულეთ. სატესტო მატჩები დასრულდა და ამიერიდან მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. ჯერ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გველის, ხოლო შემდეგ - ევრობასკეტი.

ჩემი კალათბურთელების მჯერა და ეჭვი არ მეპარება, რომ დიადი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია. პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და პატარა დეტალებზე ოდნავ მეტი ვიმუშაოთ. გაგვიჭირდა, რადგან ამ პერიოდში ექსპერიმენტები განვახორციელეთ და კალათბურთელებმა განსხვავებული დავალებები მიიღეს. ვითამაშეთ, როგორც მაღალი, ისე დაბალი ხუთეულებით და სხვადასხვანაირი დაცვა გამოვიყენეთ. ჩემი კალათბურთელების მჯერა. წინ საქართველო და 24-ში სავსე დარბაზის ნახვა მინდა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ნაკრები მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს გამართავს. ილიას ზუროსის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს და საკუთარ კედლებში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები