Drake-მა მერაბ დვალიშვილის წაგებაზე 240 000 დოლარი დადო
Aa
Aa

Drake-მა მერაბ დვალიშვილის წაგებაზე 240 000 დოლარი დადო

კანადელი რეპერი, Drake UFC-ის დიდი მოყვარულია და ფსონებს რეგულარულად აკეთებს. ცოტა ხნის წინ, მას პედი პიმბლეტისა და მოლი მაკკენის გამარჯვებაზე დიდი თანხა ედო და მათმა წარმატებამ სერიოზული სარგებელი მოუტანა, ამჯერად კი ფსონი მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს დაპირისპირებაზე გააკეთა.

UFC-ის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდის მიხედვით, Drake-ის აზრით, ამ ბრძოლაში „რიოს მეფე“ გაიმარჯვებს. კანადელი რეპერი დვალიშვილის წაგებაზე 238 933 აშშ დოლარს ჩამოვიდა და თუ ალდომ მოიგო, 516 097 დოლარს მიიღებს.

Drake პირველი ცნობილი ადამიანი არაა, ვინც დვალიშვილის მარცხს ვარაუდობს. იმავე აზრზეა საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისრაელ ადესანია. ადესანიამ ალდოს მოგებაზე თითქმის 8 000 აშშ დოლარი დადო. ბუკმეიკერები ბრაზილიელს წარმატებაზე 2.07 კოეფიციენტს აძლევენ და თუ „იზის“ პროგნოზი გამართლდა, იგი 16 516 აშშ დოლარს მოიგებს.

ცნობისთვის, სპორტულ სამყაროში არსებობს ტერმინი „Drake-ის წყევლა“ და კანადელ რეპერს ბევრი კლუბისა თუ სპორტსმენის წარუმატებლობას აბრალებენ. იმედი ვიქონიოთ, რომ პიმბლეტისა და მაკკენის გამარჯვებაზე მოგებული ბილეთი იშვიათი გამონაკლისი იქნება და „Drake-ის წყევლის“ მოქმედებას ჩვენი თვალით კიდევ ერთხელ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცუდი მეორე ტაიმი და 87 ქულა პოლონეთისგან - საქართველოს მორიგი მარცხი
ცუდი მეორე ტაიმი და 87 ქულა პოლონეთისგან - საქართველოს მორიგი მარცხი