გოგა ბითაძე
Aa
Aa

კარგი ამბავი - გოგა თავს უკეთ გრძნობს და ნაკრებს მალე შეუერთდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა „აკროპოლისის თასზე“ ასპარეზობა დაასრულა და 3-დან 3 შეხვედრა წააგო. ილიას ზუროსის გუნდმა გოგა ბითაძის გარეშე ითამაშა, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებდა და ამერიკაში იმყოფებოდა.

ბერძენი ჟურნალისტის, ხრისტოს ცალტასის ინფორმაციით, გოგა საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის დაწყებამდე შეუერთდება. იგი თავს უფრო და უფრო უკეთ გრძნობს და უახლოეს დღეებში თბილისში გაემგზავრება, რათა გუნდთან ერთად იყოს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის მიღების შემდეგ, ბითაძე ამერიკაში გაემგზავრა და თავის კლუბ „ინდიანაში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. სწორედ „პეისერსის“ ექიმებმა გადაწყვიტეს, მისთვის რა სახის მკურნალობა დაენიშნათ და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

ცნობისთვის, NBA-ის გასულ რეგულარულში გოგამ მონაწილეობა 50 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 7 ქულას, 3.5 მოხსნას, 1.1 ასისტს, 0.8 დაფარებასა და 0.4 ასისტს აგროვებდა. ცოტა ხნის წინ, Clutchpoints-მა იგი „სან ანტონიო სპურსს“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ გოგას პერსპექტივა ნამდვილად აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბმა წონა დააფიქსირა - ალდომ ქომაგები ცოტა ანერვიულა
მერაბმა წონა დააფიქსირა - ალდომ ქომაგები ცოტა ანერვიულა