ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

მაგუაიერი სტემფორდ ბრიჯზე - ჩელსი ინგლისელი მცველის გადაბირებაზე ფიქრობს

ბრიტანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალურ მცველს, ჰარი მაგუაიერს უკავშირდება. Daily Mail-ის მიხედვით, ინგლისელი უკანახაზელით „ჩელსი“ ინტერესდება და შესაძლოა, მისი გადაბირება სცადოს.

„არისტოკრატები“ „წითელ ეშმაკებს“ უკვე დაუკავშირდნენ და მაგუაიერთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვეს. „ლურჯების“ პრიორიტეტი „ლესტერის“ მცველი, ვესლი ფოფანაა, მაგრამ „მელიებს“ ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ სურთ და ლონდონელები ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ.

Daily Mail-ის ცნობით, „ჩელსის“ იმედი აქვს, რომ მაგუაიერს ტრანსფერში ჩართავს და იგი კრისტიან პულიშიჩის გარიგების ნაწილი იქნება. ამ უკანასკნელის საკუთარ რიგებში ხილვა ერიკ ტენ ჰაგს სურს და შესაძლოა, პრემიერ ლიგის გრანდებს შორის ბარტერიც განხორციელდეს.

მაგუაიერი მიმდინარე სეზონშიც ცუდად ასპარეზობს და ბრიტანული პრესის კრიტიკის ობიექტი სისტემატურად ხდება. დაიწერა ისიც, რომ „მანჩესტერის“ ფეხბურთელები მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენებით უკმაყოფილო არიან და ტენ ჰაგისგან ზომების გატარებას ითხოვენ. დიდი შანსია, რომ ჰარიმ „ლივერპულთან“ არ ითამაშოს და როგორც ჩანს, მისი წასვლის ვარიანტიც არაა გამორიცხული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - გოგა თავს უკეთ გრძნობს და ნაკრებს მალე შეუერთდება
კარგი ამბავი - გოგა თავს უკეთ გრძნობს და ნაკრებს მალე შეუერთდება