ენტონი ჯოშუა, ოლეკსანდრ უსიკი
Aa
Aa

მატჩრევანში - უსიკმა ჯოშუას მეორედაც მოუგო და ტიტული დაიცვა

ღამით საუდის არაბეთში ქალაქ ჯიდაში სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა შედგა - უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი ბრიტანელ ენტონი ჯოშუას დაუპირისპირდა და მისი დამარცხება მეორედაც შეძლო.

ბრძოლა WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ტიტულებისთვის შედგა. შეგახსენებთ, რომ ხსენებული ტიტულები უსიკს ეკუთვნის, რომელიც მან 2021 წელს ჯოშუასთან პირველი გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

რაც შეეხება ბრძოლას, მათი პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებით, ამჯერად შედარებით თანაბარი კრივი ვიხილეთ. უსიკი და ჯოშუა რაუნდებს რიგრიგობით იგებდნენ. მე-9 რაუნდიდან კი ჯოშუამ მოუმატა და თითქოს გამარჯვების შანსიც გაეზარდა, თუმცა უსიკმა გაუძლო.

საბოლოოდ, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებებით ოლეკსანდრ უსიკმა მოიგო - 113:115, 115:113, 116:112.

ბრძოლის სტატისტიკა ასეთი იყო: უსიკმა საბოლოოდ 712 დარტყმა შეასრულა, რომელთაგან 170 ზუსტი გამოდგა. ჯოშუამ კი 492 დარტყმიდან 124 ზუსტად შეასრულა.

უსიკკმა თავის პროფესიონალურ კარიერაში 20 ბრძოლიდან 20-ვე მოიგო. ჯოშუამ კი 25-დან 22 მოიგო და უკვე მე-3 მარცხი იწვნია.

ოლეკსანდრ უსიკმა ბრძოლის შემდეგ, ტაისონ ფიური გამოწივია და მომდევნო სამიზნედ ის აირჩია - ან ფიური ან არაფერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკგრეგორი: ქართველებს არ აფასებენ, დვალიშვილი მაგარი მებრძოლია
მაკგრეგორი: ქართველებს არ აფასებენ, დვალიშვილი მაგარი მებრძოლია