ირაკლი ახვლედიანი
Aa
Aa

220 ქულით პირველ ადგილზე - ახვლედიანის წარმატება პორტუგალიაში

ქართველი მოჭადრაკე, ფიდეს ოსტატი ირაკლი ახვლედიანი პორტუგალიის საჭადრაკო ტურის გამარჯვებულია. მან 2021-22 წლების სეზონის საერთაშორისო ტურნირების სერია 220 ქულით მოიგო.

სერიის ფარგლებში გამართული სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში ნაჩვენები ქულების საერთო ჯამში ყველაზე მეტი ქულა ახვლედიანმა დააგროვა და გამარჯვებულად გამოცხადდა. მეორე პოზიციაზე პორტუგალიელი ჟოზე ფრანჩისკო ვეიგა 200 ქულით გავიდა, მესამე ადგილი კანადელმა კევინ სპრაგეტმა 180 ქულით დაიკავა.

ირაკლი ახვლედიანი, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული, ფიდეს ოსტატი 2019 წელს გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები