გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი, ბუბა დაუშვილი
Aa
Aa

მარცხი ფლეი-ოფში - ქართველების აპოელ-ი ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა

UEFA-ს კონფერენს ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში აპოელ-მა შინ შვედური ''იურგორდენი'' 3:2 დაამარცხა. პირველი შეხვედრა შვედურმა გუნდმა შინ 3:0 მოიგო. ''იურგორდენი'' ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, აპოელ-ი კი გათამაშებას დაემშვიდობა.

საპასუხო შეხვედრის პირველი ტაიმი აპოელ-მა 2:0 მოიგო. 68-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს. 74-ე წუთზე მარკინიოსის გოლით ორბურთიანი უპირატესობა აღდგა. დამატებულ წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა ასორომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

აპოელ-მა კონფერენს ლიგაზე პლოვდივის ''ბოტევი'' და ყაზახური ''ყიზილჟარი'' დაამარცხა, თუმცა შვედური კლუბის ბარიერი ვერ დაძლია.

კვიპროსული კლუბის რიგებში სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, რომელთაგან სამატჩო განაცხადში მხოლოდ ბუბა დაუშვილი მოხვდა, მას თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

აპოელ-ის ახალწვეულ ლაშა დვალს მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია. ამიტომ, თამაშისთვის მზად არაა, განაცხადშიც არ იყო, ხოლო აპოელ-ის ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია ტრავმის შემდეგ დაბრუნებისთვის ემზადება, უახლოეს შეხვედრებში მოედანზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაგოსტინო: “ხვიჩა იტალიაში საუკეთესო ტრანსფერია“
დაგოსტინო: “ხვიჩა იტალიაში საუკეთესო ტრანსფერია“