ევროპის ჩემპიონატი: საქართველო იტალიასთან დამარცხდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: საქართველო იტალიასთან დამარცხდა

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე შეხვედრა გამართა და ფავორიტ იტალიასთან 18:8 დამარცხდა.

იტალიელებმა პირველი ნახევარი 9:3 მოიგეს. მეტოქეს გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დაუყენებია.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველო მონტენეგროს დაუპირისპირდა. დეიან სტანოევიჩის გუნდი აუტსაიდერი გახლდათ და 11:14 დამარცხდა.

2 სექტემბერს სლოვაკეთთან გამარჯვება აუცილებელია, რომ ჯგუფიდან გავიდეთ და მერვედფინალში ვითამაშოთ. შემდეგ კი საუკეთესო 8 ნაკრებს შორის მოსახვედრად ვიბრძოლოთ.

გეტყვით, რომ სლოვაკეთთან გასამართი მატჩი 2 სექტემბერს, 12:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,შეისწავლეს, კარგად არ უთამაშია“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა
,,შეისწავლეს, კარგად არ უთამაშია“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა