საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

გამარჯვება სლოვაკეთთან - საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფშია

ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურში საქართველომ სლოვაკეთი 16:11 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი გაინაღდა და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე შედეგიანი დუშან ვაშიჩი იყო, რომელმაც 4 ბურთი გაიტანა. ბორის ვაპენსკის აქტივში 3 ბურთია, იოვან სარიჩმა და ფაბიო ბალადიმ 2-2 შეაგდეს. ნიკა შუშიაშვილის, მარკო იელაჩას, საბა ტყეშელაშვილის, რევაზ იმნაიშვილისა და ხვიჩა ჯახაიას ანგარიშზე თითო გოლია.

საქართველოს ნაკრები ფლეი-ოფში ნიდერლანდებსა და რუმინეთს შორის მოგებულს შეხვდება. აღნიშნული გუნდების დაპირისპირება დღეს საღამოს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ფლეი-ოფის შეხვედრას 4 სექტემბერს გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში 1/4-ფინალში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, პირველ ტურში საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან 11:14 დამარცხდა, მეორე ტურში იტალიელებმა ქართველ წყალბურთელებს 18:8 სძლიეს. 

A ჯგუფში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა, იტალიამ და ბულგარეთთამ საწყის ორ ტურში გაიმარჯვეს და პირველადგილოსანი იტალია-მონტენეგროს შეხვედრაში გამოვლინდება. ბოლო პოზიციაზე სლოვაკეთი გავიდა, რომელმაც სამივე შეხვედრა დათმო და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ თამაშობს, საუკეთესო შედეგი 2020 წელს დააფიქსირა, როცა მე-10 ადგილი დაიკავა.

საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები