დაუვიწყარი საღამო თბილისში - საქართველომ ევრობასკეტზე თურქეთს მოუგო
Aa
Aa

დაუვიწყარი საღამო თბილისში - საქართველომ ევრობასკეტზე თურქეთს მოუგო

ევრობასკეტის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძლაში 88:83 გაიმარჯვა.

მატჩი აქტიურად ზუროსის შეგირდებმა დაიწყეს და 10:5-საც იგებდნენ, თუმცა ამის შემდეგ თურქები გააქტიურდნენ და პირველი მეოთხედი 25:19 მოიგეს. მეორე პერიოდში, „ჩვენებურები“ საოცარი შემართებით გამოვიდნენ და 12:0 „გაქცევა“ გააკეთეს.

ყველაზე მეტს რატი ანდრონიკაშვილი აქტიურობდა, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ 10 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. გუნდური ჩაჭრები კი მეორე მეოთხედში რვა ერთის წინააღმდეგ იყო. 36:33 - პირველი ნახევარი საქართველომ მოიგო.

მეორე ტაიმი კვლავ „ჩვენებურების“ უპირატესობით დაიწყო და გამორჩეული მაკფადენი იყო, რომელსაც მესამე მეოთხედამდე 1 ქულაც არ ჰქონდა ჩაგდებული. წარმოშობით ამერიკელის ანგარიშზე ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 8 ქულა იყო, ხოლო საერთო ანგარიში ქართველების სასარგებლოდ 53:49.

ბოლო მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. თურქები გააქტიურდნენ და ანგარიშიც კი გაათანაბრეს, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დუდა სანაძემ ბრწყინვალე 3-ქულიანი ჩააგდო და საქართველო ისევ წინ გაიყვანა. ამ მომენტიდან რამდენიმე წამში დუდა სანაძესა და კორკმაზს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც მსაჯმა ორივე კალათბურთელი პარკეტიდან გააძევა.

საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე 2 ქულას აგებდა, თუმცა მამუკელაშვილმა გაიბრწყინა, 2-ქულიანი ჩააგდო, ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერ ტაიმში გადავიდა.

დამატებულ ტაიმში, იმ დროს, როდესაც თურქეთი 74:72-ს იგებდა მაკფადენმა საოცარი 3-ქულიანი ჩააგდო და საქართველო წინ გაიყვანა. საბოლოოდ 75:75 და კიდევ ერთი „ოვერ ტაიმი“ დაინიშნა. გადამწყვეტ ტაიმში სიტუაციამ კულმინაციას მიაღწია. თურქეთის ნაკრებმა ტექნიკური ჯარიმა მიიღო, რაც საქართველომ ბრწყინვალედ გამოიყენა. ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა 88:83 გაიმარჯვა!!

ცნობისთვის, საქართველოს მხრიდან ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც პარკეტზე 44 წუთი და 27 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში კი მან 20 ქულა, 12 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩის ბოლო წუთები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები