ევრობასკეტი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, თურქეთის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„კამერების ჩანაწერებს თუ არ გვაჩვენებთ, ტურნირს დავტოვებთ“ - თურქები ბოიკოტით იმუქრებიან

ევრობასკეტ 2022-ის A ჯგუფში, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის მიმდინარეობისას, მე-4 მეოთხედის 4:48 წუთზე დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტის გამო, მსაჯებმა ორივე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სანაძესა და კორკმაზს შორის დაპირისპირება გასახდელში ფიზიკურ სწორებაში გადაიზარდა.

თურქული მხარე ამბობს, რომ ინციდენტში დუდა სანაძის გარდა კიდევ ორი ქართველი კალათბურთელი - თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძეც მონაწილეობდნენ.

დაპირისპირების გამო, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ომერ ონანმა კამერების ჩანაწერების შესწავლა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტურნირის დატოვებით დაიმუქრა.

„თუ უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს არ გვანახებენ, ტურნირს დავტოვებთ“, - ამბობს ონანი.

ამ განცხადების შემდეგ, თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ჰაკან დემირმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორ ქართველ კალათბურთელთან ერთად კორკმაზს ფიზიკურად უსაფრთხოების თანამშრომლებიც დაუპირისპირდნენ.

„მოედანზე ყოველთვის დაძაბულობაა და ამ შემთხვევაში, ატმოსფეროც შესანიშნავი იყო. მოთამაშეებს შორის შელაპარაკება იყო და ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენი მოთამაშე გასახდელისკენ მიდიოდა, რა დროსაც ჩხუბში 3 ქართველი კალათბურთელი და დაცვის წარმომადგენლები ჩაერთნენ, ეს მიუღებელია“, - აცხადებს დემირი.

თურქული მხარე ასევე ამტკიცებს, რომ მოედანზე ინციდენტის მიმდინარეობისას ტაბლოზე დრო 22 წამის განმავლობაში არ გაჩერებულა და წამმზომი ტყუილად იყო ჩართული. თურქეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელები FIBA-სგან ამ საკითხის გამოძიებასაც ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა საბოლოოდ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 88:83 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სიტყვებს ვერ ვპოულობ, ბედნიერი ვარ“ - ზუროსი თურქეთის დამარცხების შემდეგ
“სიტყვებს ვერ ვპოულობ, ბედნიერი ვარ“ - ზუროსი თურქეთის დამარცხების შემდეგ