ბათუმის დინამო
Aa
Aa

ეფექტური გოლები და ლამაზი ფეხბურთი - სამგურალმა ბათუმის დინამო დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში სენსაცია დაფიქსირდა. „სამგურალმა“ მოქმედ ჩემპიონს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და უშანსოდ 3:0 დაამარცხა. წყალტუბოელებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.

გულშემატკივრებმა თანაბარი დაპირისპირება იხილეს. პირველი ტაიმი კი სტატისტკის კუთხით იდენტური იყო. ანგარიში მე-9 წუთზე ჩიხლაძემ ულამაზესი გოლით გახსნა. გეგუჩაძის გუნდი წინ წავიდა, რითიც „სამგურალმა“ ისარგებლა და მეორე გოლი გაიტანა. თავი ამჯერად ჯეფერსონმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში მატჩის სცენარი თითქმის არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით ბათუმელთა ოდნავ მეტ აქტიურობას. მოქმედ ჩემპიონს არაფერი გამოსდიოდა და პირიქით, 68-ე წუთზე კონტრ-შეტევის შედეგად ბაშალეიშვილმა გაისროლა და საბოლოო შედეგი 3:0 დააფიქსირა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ „სამგურალს“ სატურნირო ცხრილში 42 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილს დამაჯერებლად იკავებს. რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“ გეგუჩაძის გუნდი 57 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიაბრიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ჭიაბრიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება