მარცხი ხორვატიასთან - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

მარცხი ხორვატიასთან - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს

წყალბურთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდა.

სამწუხაროდ, ხორვატია ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა და „ჩვენებურები“ უშანსოდ 5:15 დამარცხდნენ.

პირველი პერიოდი სრულიად ხორვატიის უპირატესობით წარიმართა და 0:4 დავთმეთ. მეორე მეოთხედი შედარებით გამოსწორდა და 2:2 დასრულდა. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის შემდეგ ხორვატია კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და მესამე მეოთხედში 6:0 გაიმარჯვა.

ბოლო მეოთხედი კი უბრალოდ ფორმალობა იყო. აქაც ხორვატების უპირატესობა და 3:2. ჯამში, როგორც უკვე მოგახსენეთ 15:5. ცნობისთვის, საქართველოს მხრიდან გოლები შუშიაშვილმა(3), ბითაძემ და მაღრაქველიძემ გაიტანეს. ასევე გეტყვით, საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილისთვის საბერძნეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, მერვედფინალში საქართველომ ნიდერლანდები 12:8 დაამარცხეს. იქამდე კი პირველ ტურში საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან 11:14 დამარცხდა, მეორე ტურში იტალიელებმა ქართველ წყალბურთელებს 18:8 სძლიეს. 

A ჯგუფში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა, იტალიამ და ბულგარეთთან საწყის ორ ტურში გაიმარჯვეს და პირველადგილოსანი იტალია-მონტენეგროს შეხვედრაში გამოვლინდება. ბოლო პოზიციაზე სლოვაკეთი გავიდა, რომელმაც სამივე შეხვედრა დათმო და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი VS ლივერპული - მატჩის წინ
ნაპოლი VS ლივერპული - მატჩის წინ