იუვენტუსი, პარი სენ ჟერმენი, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

“გაუმჯობესება გვჭირდება“ - ალეგრი პსჟ-სთან მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგა საინტერესო დაპირისპირებით დაბრუნდა. ერთმანეთს „პარი სენ ჟერმენი“ და ტურინის „იუვენტუსი“ დაუპირისპირდნენ. პარიზულმა გრანდმა 2:1 გაიმარჯვა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი წარმატებით დაიწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ბებერი ქალბატონის“ დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ალეგრიმ?

„ეს მატჩი დაკარგულ შანსად უნდა მივიჩინოთ, მაშინაც კი, თუ ვიტყვით, რომ კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, შეტევაში მარცხენა ფლანგი უფრო მეტად უნდა დაგვეტვირთა, რადგან „პარი სენ ჟერმენს“ ამ პოზიციაზე უჭირდა და წვალობდა. ვიაზრებ, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს და ცდას არ დავაკლებთ. ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება ძალზედ დაგვეხმარებოდა..

ფეხბურთელებს დიდებული სულისკვეთება ჰქონდათ. მათ რამდენჯერმე გარისკეს, მაგრამ ეს ნორმალურია. პარიზელებს საოცარი სისწრაფე და ტექნიკა აქვთ.. როდესაც ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ და ბურთი არ გაქვს, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.

პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მეორეში სიტუაცია გაუმჯობესდა და უკეთესად დავიწყეთ თამაში. ორივე გოლი მესის და ნეიმარის უზარმაზარი კლასის შედეგი იყო, მაგრამ მეტი ყურადღების შემთხვევაში შესაძლოა არ გაგვეშვა..“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენის“ მხრიდან ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა. ტურინის „იუვენტუსიდან“ კი ერთადერთი გოლი ვესტონ მაკკინიმ გაიტანა. მომავალ ტურში ფრანგული გრანდი „მაკაბის“ ეწვევა, ხოლო „ბიანკონერი“ „ბენფიკას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი VS ლივერპული - მატჩის წინ
ნაპოლი VS ლივერპული - მატჩის წინ