იუვენტუსი, პსჟ
Aa
Aa

“მესამე გოლიც უნდა გაგვეტანა“ - გალტიე იუვენტუსის დამარცხების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგა საინტერესო დაპირისპირებით დაბრუნდა. ერთმანეთს „პარი სენ ჟერმენი“ და ტურინის „იუვენტუსი“ დაუპირისპირდნენ. პარიზულმა გრანდმა 2:1 გაიმარჯვა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი წარმატებით დაიწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზელთა თავკაცმა კრისტოფერ გალტიემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გალტიემ?

„პირველ ტაიმში ძალიან კარგი მომენტები გვქონდა და ფეხბურთელებმა ორი გოლი დაიმსახურეს. „იუვენტუსს“ რამდენიმე იდეალური სიტუაცია ვაჩუქეთ, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ითამაშა დაცვის ხაზმა.

როდესაც 2:0-ს იგებ მესამე გოლი ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რაღაცები არასწორად გაკეთდა და ვერ გავიტანეთ. ამ ფაქტმა კი მოწინააღმდეგეს მატჩის გადარჩენის იმედი ჩაუსახა. თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა და რთული გამარჯვებები გაზრდაში გეხმარება.

მბაპემ ბრწყინვალედ იასპარეზა და ორი გოლი გაიტანა. მისი თამაშით ბედნიერი ვარ. ზოგადად, შეტევის ხაზმა ყველაფერი კარგად გააკეთა. როდესაც მათ დაცვის ფლანგები ეხმარებათ პსჟ ძალიან საშიში ხდება.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენის“ მხრიდან ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა. ტურინის „იუვენტუსიდან“ კი ერთადერთი გოლი ვესტონ მაკკინიმ გაიტანა. მომავალ ტურში ფრანგული გრანდი „მაკაბის“ ეწვევა, ხოლო „ბიანკონერი“ „ბენფიკას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი VS ლივერპული - მატჩის წინ
ნაპოლი VS ლივერპული - მატჩის წინ