ევროპის ჩემპიონატი: საქართველო საფრანგეთთან დამარცხდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: საქართველო საფრანგეთთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მე-5 ადგილისთვის გამართული შეხვედრა საფრანგეთთან 5:7 დათმო და მე-7 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

შეხვედრა დაბალშედეგიანი გამოვიდა და ორივე გუნდს კარის აღება უჭირდა. დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ, რომელშიც ორივე გუნდს გაუჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა წყალბურთელებმა ჯამში 29 შეტევა განახორციელეს, რომელთაგან შედეგიანად მხოლოდ 5 დაასრულეს. 3 გოლი გაიტანა და გუნდში საუკეთესო იყო ნიკა შუშიაშვილი, თითო გოლი ბორის ვაპენსკიმ და ანდრია ბითაძემ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 10 სექტემბერს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში უკვე დაუპირისპირდა და 11:14 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამერიკული მედია: Netflix-მა და ნონა გაფრინდაშვილმა შეთანხმებას მიაღწიეს
ამერიკული მედია: Netflix-მა და ნონა გაფრინდაშვილმა შეთანხმებას მიაღწიეს