ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიას და თურქეთს შეხვდება
Aa
Aa

ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიას და თურქეთს შეხვდება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში, 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს, ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს, სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე თურქეთს შეხვდება.

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩი, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეზობელი თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან 21:00 საათზე. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბოლო მატჩი გორში, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა და ცოტნე კაპანაძის მიერ გატანილი დუბლით - 2:0 მოიგო.

NAKREBI.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები