ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარი: მესიმ ადაპტაცია გაიარა, ის თავს კარგად გრძნობს, იმედია ტიტულებს მოვიგებთ

ნეიმარი კმაყოფილია იმით, თუ როგორ გაიარა ადაპტაცია მესიმ პსჟ-ში.

ბრაზილიელმა ამის შესახებ DAZN-თან ისაუბრა.

„ლეოს დიდი ხანია ვიცნობ. მოედანზე და ვარჯიშზე ვეხმარებოდი, ვესაუბრებოდი. რთულია ასეთი ცვლილებების განხორციელება, რადგან ის მრავალი წელი ბარსელონაში იყო, ახლა კი მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაფერი შეიცვალა.

ძნელია, მაგრამ ვფიქრობ, ახლა უკეთ არის და თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში. მინდა, რომ ის გაერთოს. მინდა ერთად გავერთოთ. ვიცით, რომ წინ ბევრი სამუშაო და სირთულე გველის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ.

ჩვენი ახალწვეულები კარგი მოთამაშეები არიან. კარგია, როცა ხარისხიანი ფეხბურთელები გვემატებიან, ეს აძლიერებს გუნდს და გვაძლიერებს ჩვენ. ვიმედოვნებთ, რომ მათ შეუძლიათ ისიამოვნონ და გაერთონ ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს, ბევრ ტიტულს მოვიგებთ",

- განაცხადა ნეიმარმა.

განსხვავებით მესისთან ურთიერთობისა, ბრაზილიელს არც ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს მბაპესთან, რომელთანაც „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ, მორიგი უთანხმოება მოუვიდა. ერთ-ერთ მომენტში კილიანმა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ნეიმარს პასი არ მისცა, რაზეც ფეხბურთელებმა შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე და გატუზოს უმალ მოგვეწონა და კალაძეს დავურეკეთ“ - ჯუნტოლი ხვიჩას ტრანსფერზე
„მე და გატუზოს უმალ მოგვეწონა და კალაძეს დავურეკეთ“ - ჯუნტოლი ხვიჩას ტრანსფერზე