ხავიერ ტებასი
Aa
Aa

უეფას პრობლემა ესმის, მაგრამ სიტისა და პსჟ-ს CAS-ი მფარველობს

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა პსჟ-ს და მანჩესტერ სიტის უეფას ფინანსური კონტროლის პრობლემა უწოდა.

„იმისათვის, რომ კლუბებმა ზრდა განაგრძონ, ამისათვის აუცილებელი არ არის ზოგს წავართვათ და სხვებს მივცეთ. ჩვენ უნდა გავიზარდოთ ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ვეძებოთ შემოსავლის წყაროები...

უეფამ მოკვეთა პსჟ და მანჩესტერ სიტი ევროპული ტურნირებიდან, მაგრამ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) სანქციები გააუქმა. UEFA-ს პრობლემა ესმის. CAS-ი რომ უეფას გადაწყვეტილებას დათანხმებოდა, ფინანსური კონტროლის ამბავი სხვა გზით წავიდოდა“,

- თქვა ხავიერ ტებასმა.

2020 წლის თებერვალში უეფამ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან ორი სეზონით მოკვეთა, ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევის გამო. 2020 წლის ივლისში CAS-მა მიიღო „ქალაქელების“ სარჩელი, რის წყალობითაც კლუბმა კვლავ მიიღო ევროტურნირებზე თამაშის უფლება.

რაც შეეხება პსჟ-ს, უეფას ისინი თავისი ტურნირებიდან არასდროს მოუკვეთავს. თუმცა განიხილა FFP-ის პოტენციური დარღვევა ნეიმარისა და მბაპეს ტრანსფერებზე. 2019 წელს CAS-მა ამ საკითხზე შეტანილი სარჩელი პარიზულ კლუბს დაუკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სიტყვები არ მყოფნის“ - პიანიჩი შოკშია, რადგან ბოსნია რუსეთთან თამაშს დათანხმდა
“სიტყვები არ მყოფნის“ - პიანიჩი შოკშია, რადგან ბოსნია რუსეთთან თამაშს დათანხმდა