ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მე-7 ადგილისთვის გამართული შეხვედრა მონტენეგროს ნაკრებთან გამართა და 11:14 დამარცხდა.
მონტენეგრო საწყის სამ მეოთხედში უკეთესი იყო და დასკვნითი მეოთხედის წინ 12:8-ს იგებდა. ქართველმა წყალბურთელებმა დასკვნითი წუთები აქტიურად დაიწყეს, თუმცა საბოლოო გარდატეხის შეტანა მაინც ვერ შეძლეს და მონტენეგრომ დამსახურებულად მოიგო.
ამრიგად, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-8 პოზიციაზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ მე-5 ადგილისთვის გამართული დაპირისპირება საქართველომ საფრანგეთთან 5:7 დათმო.