ნუგზარ წურწუმია
Aa
Aa

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბერძნულ-რომაულ სტილში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ წარმატებით იასპარეზა და ფინალში გავიდა.

წურწუმიამ იორდანელ მოსტაფა სულთან რაიექ ალქადეს ბარიერი დაძლია, 1/4-ფინალში უზბეკი იასურბეკ ორტიკბოევი მძიმე ბრძოლაში 5:2 დაამარცხა. რაც შეეხება ნახევარფინალს, ყაზახ ამანგალი ბეკბოლატოვს სძლია და ოქროს მედლამდე ერთი შეხვედრა აშორებს.

ფინალში წურწუმიას მეტოქე აზერბაიჯანელი ელდანიზ აზიზლი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 11 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 3-გზის პრიზიორია, 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ჯილდო, დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები - ნაპოლიმ 89-ე წუთზე მოიგო
ხვიჩას ჯილდო, დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები - ნაპოლიმ 89-ე წუთზე მოიგო