იგა სვიატეკი, ონს ჟაბური
Aa
Aa

მესამე დიდი სლემი კარიერაში - სვიატეკმა US OPEN მოიგო

ამერიკის ღია პირველობაზე, ქალთა თანრიგში ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს იგა სვიატეკი და ონს ჟაბური დაუპირისპირდნენ. რეიტინგის პირველმა ნომერმა, მძიმე ბრძოლაში, 2 სეტში 6:2 7:6 გაიმარჯვა და კარიერაში მესამე დიდი სლემის მფლობელი გახდა.

პირველმა სეტმა მთლიანად პოლონელის უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. იგამ ბრეიკის შესრულება ჟაბურის პირველივე ჩაწოდება მოიგერია და წინ გავიდა. იმ დროს, როდესაც ანგარიში სვიატეკის სასარგებლოდ 3:1 იყო, ჟაბურმა ბრეიკი შეასრულა, მაგრამ შემდეგ ისევ დათმო საკუთარი ჩაწოდება და სეტიც წააგო.

მეორე სეტი იგივე სცენარით წარიმართა. სვიატეკი თავიდანვე დაწინაურდა და საკმაოდ კარგადაც ასპარეზობდა, მაგრამ სეტის მეორე ნაწილში გაუჭირდა და საბოლოოდ ყველაფერი ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც რეიტინგის პირველი ნომერი უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა და 7:5 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ სვიატეკმა ფინალამდე ისეთ ჩოგბურთელებს მოუგო, როგორებიც პაოლინი, სტეფენსი, დევისი, ნიმიერი, პეგულა და საბალენკა არიან. ფინალური დაპირისპირება 1 საათი და 51 წუთი გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეცა და მოგუდა - ჩიმაევმა ჰოლანდი პირველივე რაუნდში დაამარცხა
ეცა და მოგუდა - ჩიმაევმა ჰოლანდი პირველივე რაუნდში დაამარცხა