ლერი აბულაძე, ნუგზარ წურწუმია, ჯონი ხეცურიანი, გელა ბოლქვაძე, გიორგი მელია
Aa
Aa

მსოფლიოს ჩემპიონატი: ლერი აბულაძე ფინალშია

მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარეობს. ტურნირის პირველ დღეს ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) ფინალში გავიდა და დღეს ელდანიზ აზიზლის შეხვდება.

რაც შეეხება ტურნირის მეორე დღეს, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლერი აბულაძემ (63 კგ.) 1/8-ფინალში ჩინელი ერბატუ ტუო დაამარცხა. 1/4-ფინალში ყირგიზი ტინარ შარშენბეკოვს სძლია და ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ირანელი ალი რეზა აიატ ოლაჰ ნეჯატი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალური შეხვედრა ხვალ, 12 სექტემბერს გაიმართება. საჩემპიონო ბრძოლაში კი სერბ სებასტიან ნადს დაუპირისპირდება.

ჭაბუკთა შორის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა ჯონი ხეცურიანმა (67 კგ.) შვეიცარიელი ანდრეას ვეტშჩის ბარიერი დაძლია, რის შემდეგაც უზბეკ აბრორ ატაბაევს სძლია და 1/4-ფინალში გავიდა. უკრაინელი პარვიზ ნასიბოვისა დამარცხების შემდეგ 1/2-ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, თუმცა ნახევარფინალური შეხვედრა დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

23-წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა გელა ბოლქვაძემ (82 კგ.) ბულგარელი როსიან ოგნიანოვ დერმანსკის აჯობა, თუმცა მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები