ევრობასკეტი, ფინეთის კალათბურთელთა ნაკრები, ხორვატიის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

Eurobasket: მარკანენის 43 ქულა ხორვატიასთან - ფინეთი 1/4 ფინალშია

Eurobasket 2022-ზე მორიგი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. გერმანიაში, ბერლინ არენაზე ფინეთის ნაკრები ხორვატიას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 8 ქულის სხვაობით, 94:86 დაამარცხა.

შეხვედრა მთელი თამაშის განმავლობაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და გუნდებმა არაერთხელ გაცვალეს ლიდერის სტატუსი. საბოლოოდ გარდამტეხი მე-4 მეოთხედი გამოდგა, სადაც უფრო ძლიერი ფინეთის ნაკრები აღმოჩნდა. ლასი ტუოვის გუნდმა დასკვნით 1 წუთში მეტოქეს თითქმის 10-ქულიანი გაქცევა მოუწყო, რამაც შედეგზე გადამწყვეტი როლი ითამაშა.

საოცარი მატჩი ჰქონდა ფინელთა ლიდერს, ლაური მარკანენს, რომელმაც მეტოქის ფარში 43 ქულა ჩააგდო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. 25 წლის კალათბურთელმა 43 ქულის გარდა 9 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრაც მიითვალა. „იუტა ჯაზის“ მოთამაშე ქულების მხრივ ევრობასკეტზე გახდა მეორე საუკეთესო კალათბურთელი. მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ლუკა დონჩიჩს აქვს, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან 47 ქულა მოაგროვა.

ხორვატიის ნაკრებიდან კი 23 ქულით ბოიან ბოგდანოვიჩი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ მონაგარს 5 მოხსნა და 1 ასისტიც დაუმატა.

მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრების მეტოქე ესპანეთი იქნება. მატჩი 13 სექტემბერს, საქართველოს დროით 20:00 საათზე შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIBA-ს ოფიციალური განცხადება Eurobasket 2022-ზე მსაჯობის შესახებ
FIBA-ს ოფიციალური განცხადება Eurobasket 2022-ზე მსაჯობის შესახებ