კარლოს ალკარასი
Aa
Aa

ისტორია დაწერილია: აშშ-ის ღია პირველობა 19 წლის ალკარასმა მოიგო

ამერიკის ღია პირველობის ფინალში 19 წლის კარლოს ალკარასმა 20 წლის ნორვეგიელი კასპერ რუდი 6-4, 2-6, 7-6(1), 6-3 დაამარცხა. ალკარასმა დიდი სლემის ტურნირი პირველად მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ესპანელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. 1973 წლის შემდეგ, რაც რეიტინგის სისტემა შემოიღეს, ალკარასი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილს დაიკავებს.

საინტერესოა, რომ მოგების შემთხვევაში კასპერ რუდიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდებოდა, თუმცა ისევე როგორც საფრანგეთის ღია პირველობაზე, ნიუ იორკშიც ტრიუმფამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ასევე, თუ რუდი მოიგებდა, პირველი ნორვეგიელი გახდებოდა, რომელსაც რეიტინგში პირველ ნომრად ვიხილავდით.

კარლოს ალკარასი გახდა დიდი სლემის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი რაფაელ ნადალის შემდეგ (როლან გაროსზე 2005 წელს). აშშ-ის ღია პირველობაზე ის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტია მას შემდეგ, რაც პიტ სამპრასმა ტიტული 1990 წელს მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველამ დაინახა, რომ ძლიერი ვარ“ - ბაღიშვილი სადებიუტო გამარჯვებაზე
„ყველამ დაინახა, რომ ძლიერი ვარ“ - ბაღიშვილი სადებიუტო გამარჯვებაზე