სუკუინაგე - ტოჩინოშინი მძიმე ბრძოლაში დამარცხდა
„აკი ბაშოს“ მეორე საშეჯიბრო დღეს 34 წლის ქართველი სუმოტორი ლევან გორგაძე მე-9 მაეგაშირა მიოგირიუსთან დამარცხდა. დაძაბული შეხვედა მიოგირიუმ სუკუინაგეს ილეთით მოიგო.
მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-9 მაეგაშირა კოტოეკო იქნება. მათი 8 ბრძოლიდან ქართველმა სპორტსმენმა 6 მოიგო და ორ შეხვედრაში დამარცხდა.
შეგახსენებთ, „აკი ბაშოს“ პირველ საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძემ მე-7 მაეგაშირა, 26 წლის ონოშო დაამარცხა.მეტოქემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და სწრაფად შეუტია, ლევანმა კი ონოშო ჰატაკიკომის ილეთზე წამოაგო და დოჰიოზე დააგდო. ასე რომ, საწყისი ორი შეხვედრის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი თანაბარია.