ლიკა კვირკველია
Aa
Aa

ტენერიფე დატოვა - ლიკა კვირკველია კარიერას სარაგოსაში გააგრძელებს

გასული წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღზრდილი იმ დროს 16 წლის კალათბურთელი ლიკა კვირკველია კარიერას ესპანეთში, კონკრეტულად კი „ტენერიფეში“ გააგრძელებდა.

ქართველმა ტალანტმა ესპანურ კლუბში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მეტიც, ლიკა საკუთარ კლუბთან ერთად ადგილობრივი კუნძულის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში, ახალგაზრდა კალათბურთელმა 18 ქულა, 12 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

CrystalSport-თან საუბრისას, ლიკა კვირკველიამ განაცხადა, რომ „ტენერიფეში“ გარკვეულწილად სიტუაცია შეიცვალა და პირობებით უკმაყოფილო იყო. აქედან გამომდინარე, ქართველმა კალათბურთელმა ახალი გუნდის ძებნა დაიწყო.

კვირკველიათი კიდევ ერთი ესპანური გუნდი „კასადემონტ სარაგოსა“ დაინტერესდა და გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზა. 17 წლის კალათბურთელი მომავალი სეზონიდან სწორედ აღნიშნულ გუნდში ითამაშებს. ასევე გეტყვით, რომ ლიკა სპორტული აქტივობის გარდა, სრული დაფინანსებით „სარაგოსას“ აკადემიაში სასკოლო განათლებასაც მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები C დივიზიონის გამარჯვებულია
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები C დივიზიონის გამარჯვებულია