ბარსელონა, ბაიერნი, ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

ორი განსხვავებული ტაიმი - ბაიერნმა ბარსელონას ისევ მოუგო

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ბაიერნმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გულშემატკივრებმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილეს.

პირველ ნახევარში სრული დომინირება „ბარსელონას“ ჰქონდა და რამდენიმე გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა მანუელ ნოიერს ვერც პედრიმ აჯობა და ვერც რობერტ ლევანდოვსკიმ. მეტიც, პოლონელ თავდამსხმელს ორი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ერთ მომენტში რამდენიმე მეტრიდან ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.

მეორე ტაიმში ნაგელსმანმა ლეონ გორეცკა გამოიყვანა და მინდვრიდან მარსელ ზაბიცერი გაიყვანა. ამ ცვლილებამ ცენტრში „რეკორდმაისტერს“ უპირატესობა მისცა და მატჩში სიტუაცია შეიცვალა. უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ.

შეხვედრის 50-ე წუთზე ლუკა ერნანდესმა ანგარიში გახსნა და ზუსტად 4 წუთში ლეროი სანემ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ჩავის გუნდს მატჩის შემოტრიალება გაუჭირდებოდა და ასეც მოხდა. საბოლოო ჯამში „ბაიერნმა“ 2:0 მოიგო და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა.

საინტერესო ფაქტები

ბოლო 4 მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ კატალონიურ გრანდს 16 გოლი გაუტანა, ხოლო ბარსამ მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა.

„ბლაუგრანამ“ პირველ ტაიმში „ბაიერნის“ კარისკენ 10-ჯერ დაარტყა. ასეთი ფაქტი უკანასკნელად 2008 წელს დაფიქსირდა. იმ დროს, ჯგუფურ ეტაპზე „ფიორენტინამ“ „რეკორდმაისტერს“ სწორედ 10-ჯერ დაურტყა.

გავიმ საკუთარ თანაგუნდელებს გოლის გატანის 4 შესაძლებლობა შეუქმნა. ეს კი მისი პირადი რეკორდია. აქამდე ახალგაზრდა ნახევარმცველს ასეთი შედეგი სხვა არცერთ მატჩში არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსასყიდი 100 მილიონია - MARCA მამარდას ახალ კონტრაქტზე წერს
გამოსასყიდი 100 მილიონია - MARCA მამარდას ახალ კონტრაქტზე წერს